შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა აბაშიძე-კარასინის დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ერთ-ერთი საკითხი საბაჟო მონიტორინგისა და ადმინისტრირების თაობაზე რამდენიმე დღის წინ რუსეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება იქნება.
აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრებენ ცხინვალის რეგიონში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის საქმეზეც.
„შეხვედრაზე გვერდს ვერ ავუვლით იმ მტკივნეულ საკითხებს, რომელიც არის დღის წესრიგში და თქვენ იცით, რომ უშუალოდ ტატუნაშვილის საკითხთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტია ჩართული და ყველა ფორმატი, მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აბაშიძე-კარასინის შემდეგი შეხვედრა 24 მაისს, პრაღაში გაიმართება.