LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბაშის მუნიციპალიტეტში ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს

160
არ-გადაკვეთოოო

აბაშის მუნიციპალიტეტში ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ცოლ-ქმარი სოფელ სეფიეთიდან ბაზრის მიმართულებით საკუთარი მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა.

არსებული ინფორმაციით, მათ შეიარაღებული პირები დახვდნენ, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ. ისინი ტრანსპორტში ავიდნენ, ცოლ-ქმარს ტელეფონი წაართვეს და მიკროავტობუსში გაკოჭილები დატოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები