LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბასთუმანში, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

795
შსს

აბასთუმანში, ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს, მას თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული.

გავრცელებული ინფორმაციით ცხედარი, 21 აგვისტოს, საღამოს საათებში, ტყეში ნახეს.

ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

„ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა, არ ვიცით, რა მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული თავის არეში. გარდაცვლილი 1999 წელს იყო დაბადებული“ – განუცხადა „სამხრეთის კარიბჭეს“ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტმა, დავით მერაბიშვილმ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g