LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობისას მუშა დაშავდა

100
2-58f7b0faa0f03

აბასთუმაში შუა ხნის მუშას თავში სამშენებლო მასალა დაეცა და დაშავდა. ინფორმაცია თავდაპირველად „სამხრეთის კარიბჭემ“ გაავრცელა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლი).

დაშავებულ მუშას სასწრაფო დახმარების ბრიგადამ  პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა და კლინიკაში გადაიყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები