ავტოსაგზაო შემთხვევას სოფელ აბასთუმანთან 14 წლის მოზარდი ბიჭი ემსხევრპლა. როგორც ადგილობრივები პირველ არხთან აცხადებენ, ავტომობილი რომელშიც, მოზარდი იჯდა, ფერდობიდან დაგორდა და ხრამში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი მანქანას თავად მართავდა და ავტომობილში მარტო იმყოფებოდა.
შსს ცნობით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. მათივე ცნობით, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.