აბასთუმნის განვითარებაზე 51 მლნ ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას „ბიზნესპარტნიორი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ კონკრეტულად იგეგმება მწვანე და ლურჯი კორიდორის რეაბილიტაცია.
თავად, ე.წ. “ლურ-მწვანე კორიდორი” ერთიანი სარეკრეაციო ზონაა – მდინარე ოცხეს ორივე ნაპირზე გრძივი ბულვარია (ხეივანს), საქვეითო, საველოსიპედო ბილიკებით და ხიდების მეშვეობით მათთან განივად დაკავშირებული საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებით.
პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა, პროექტს კი მსოფლიო ბანკი აფინანსებს.