LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბასთუმნის ხანძრის სრული ლიკვიდაციისთვის მუშაობა გრძელდება

84

აბასთუმნის ტყეში ხანძრის უმნიშვნელო კერების დამუშავება-ლიკვიდირება მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საგანგებო სიტუაციების პრესსამსახურის ცნობით, აბასთუმნის ტყეში ცოცხალი ძალა სამუშაოებს მანამდე გააგრძელებს, ვიდრე არ დარწმუნდებიან, რომ ხანძრის წარმოქმნის საშიშროება აღარ იქნება.

„ცეცხლის კერები აღარ ფიქსირდება და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხანძარი ლოკალიზებულია. ფაქტობრივად, საჰაერო ტექნიკის სამუშაო აღარ არის, მაგრამ საჰაერო ტექნიკა ყოველი შემთხვევისთვის, ადგილზე რჩება“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

აბასთუმნის ტყეში ხანძარს 3 დღის განმავლობაში აქრობდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g