ავსტრალიურმა ბრენდმა „ზიმერმანმა“ შემოდგომა-ზამთრის უახლესი კოლექცია წარმოადგინა. ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა კოლექციის შექნისას 70-იანი წლების მოდური სტილით იხელმძღვანელა. როგორც ამბობენ, მთავარი შთაგონების წყარო ჯგუფი „აბბას“ შემოქმედება გახდა. ამდენად, ახალ კოლექციაში მრავლადაა სამოსი, რომელიც სწორედ ამ ჯგუფის შემოქმედებითი მოღვაწეობის პერიოდს გაგახსენებთ.
აქ არის ულამაზესი მაქმანიანი ჭრელი კაბები, ბაბთები, ჯინსის შარვლები, აბრეშუმის ბლუზები და ულამაზესი აქსესუარები.










