აქსესუარების ქართული ბრენდი ABETO მომხმარებელს 30%-იან ფასდაკლების აქციას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას დიზაინერმა ეთო აბრამიშვილმა განაცხადა, ფასდაკლება ”აბეტოს” სრულ კოლექციაზე ვრცელდება.
მისივე თქმით, ფასდაკლებულ კოლექციაში დიდი არჩევანია ტყავის საყურეებსა და წინდებზე. ამას გარდა, რამდენიმე დღეში შესაძლებლობა მოგეცემათ ახალი კოლექციაც იხილოთ.
ABETO-ს პროდუქცია თბილისის მასშტაბით CO.MODE + -ში, ბარნოვის 45 ნომერში და მაღაზია BLACK-ში , კოსტავაზე, სავაჭრო ცენტრ ”Grato Pasage“-ში არის წარმოდგენილი. მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა აქვს სასურველი პროდუქცია ABETO-ს Facebook-ის ოფიციალური გვერდის საშუალებით შეიძინოს.
20