LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბიტურიენტმა, რომელიც ხელების გარეშე დაიბადა, ეროვნულ გამოცდებზე, ყველა საგანში, უმაღლესი შეფასება მიიღო – „ქულა რომ დავინახე, ისე დავიყვირე, მეზობელს ყური გავუხეთქე“

12416
გიორგი ზარქუა

„ქულა რომ დავინახე, ისე დავიყვირე, მეზობელს ყური გავუხეთქე“ – ამის შესახებ „პალიტრა ვიდეოსთან“ გიორგი ზარქუა ამბობს.

17 წლის გიორგი ზარქუა, რომელიც ხელების გარეშე დაიბადა, იმ ემოციებს იხსენებს, რაც ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ, შედეგების გაცნობის დროს განიცადა.

მან ყველა საგანში მაქსიმალური შეფასება მიიღო, მან ეროვნული გამოცდები სპეციალიზებულ პირობებში ჩააბარა.

ვიდეო: „ფეხით ვწერდი კლავიატურაზე… ყველას აინტერესებდა, ნეტა როგორ წერს ეს ბავშვიო… დავიბადე ხელების ანომალიით, მარტივად რომ ვთქვა ხელების გარეშე… ვერც კი წარმომიდგენია, რომ ხელებით ჩემი ცხოვრება ამაზე მეტად საინტერესო იქნებოდა“ – რას ჰყვება აბიტურიენტი გიორგი ზარქუა

ცნობისთვის, 17 წლის გიორგი ზარქუა, ხელების გარეშე დაიბადა. გიორგი სწავლის გაგრძელებას თსუ-ში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g