რომან აბრამოვიჩი ლიონელ მესის მამას თავის იახტაზე შეხვდა.
”ჩელსის” ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ არგენტინელი ფენომენის ესპანეთის მთავრობასთან პრობლემებით ისარგებლებს.
არისტოკრატების რუსი მფლობელი და მესის მაქინაციებში ბრალდებული მამიკო შესაძლო ტრანსფერის განხილვის გამო შეხვდნენ. ”ჩელსი” მზად არის 142 მილიონი გაიღოს ხუთგზის ”ოქროს ბურთის” მფლობელისთვის. თავად ფეხბურთელს კი ბევრად მეტ ხელფასს მისცემს.
არადა, ”ბარსელონაში” მესი 700 ათას ევროს იღებს კვირაში. მისი გამოსასყიდი კი 250 მილიონ ევროს შეადგენს.
შეგახსენებთ, ოთხშაბათს მესის და მამამისს ხორხეს სასამართლომ 21-თვიანი სასჯელი გამოუწერა გადასახადებთან დაკავშირებული მაიმუნობების გამო. არგენტინელმა აპელაცია უკვე შეიტანა.