LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბრამოვიჩს სურს ჩელსის რონალდუ უყიდოს

43

რუსი ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი გეგმავს თავის საყვარელ ”ჩელსის” კრიშტანუ რონალდუ უყიდოს. თუმცა პორტუგალიელი ვარსკვლავით, რომლის კონტრაქტიც მადრიდულ კლუბთან 2018 წელს სრულდება, ასევე დაინტერესებულია ”მანჩესტერ იუნაიტედი” და ” პარი სენ-ჟერმენი”.

ესპანური პრესა წერს, რომ პსჟ-ს მფლობელი ნასერ ალ ჰელაიფი რონალდუს აგენტს, ჟორჟე მენდეშს შეხვდა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგული კლუბი მზად არის ფეხბურთელში 150 მილიონი ევრო გადაიხადოს.

აბრამოვიჩი კი აგენტს 100 მილიონს თავაზობს, ამავდროულად ”ჩელსის” მფლობელი 200 მილიონის მიღებას ედენ აზარის, ნემანია მატიჩისა და ოსკარის გაყიდვით გეგმავს.

კრიშტიანუ რონალდუ ”რეალში” ”მანჩესტერ იუნაიტედიდან” გადავიდა და უკვე 6 წელია ბერნაბეუზე თამაშობს. ცნობილია, რომ რონალდუ ბრიტანული ფეხბურთის თაყვანისმცემელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g