„დღეს დადგა მომენტი, როდესაც ამ ქვეყანაში აბსოლუტურად ყველაფერი საფრთხეშია“ – ამის შესახებ მსახიობმა ეკა დემეტრაძემ წუხელ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მსახიობმა აქციის მონაწილეებს მიმართა:
„დღეს დადგა მომენტი, როდესაც ამ ქვეყანაში აბსოლუტურად ყველაფერი საფრთხეშია, საფრთხეშია ქალისთვის ამ ქვეყანაში ცხოვრება, სტუდენტისთვის, პენსიონერებისთვის, ბავშვებისთვის, საფრთხეშია კინო, განათლება… აბსოლუტურად ყველაფერი არის დღეს ჩვენი დასაცავი. ერთადერთი ძალა და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ძალა, რაც ჩვენ დღეს გაგვაჩნია, არის ერთად დგომა და არის ის სიმართლე, რაც დღეს ჩვენ უკან დგას“ – განაცხადა ეკა დემეტრაძემ.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეებმა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე წუხელ შეიკრიბნენ, ღამე პარლამენტთან გაათენეს. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე გაშლილია კარვები.
თავისუფლების მოედანზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული. ადგილზე მიიყვანეს შსს-ს მიერ ახლად შეძენილი წყლის ჭავლის მანქანები.
ინფორმაციისთვის, დღეს, 12 საათზე პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს. აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ახალ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.
აუცილებლად უნდა ვიდგეთ ერთად — ეკა დემეტრაძე„ერთადერთი ძალა და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ძალა, რაც ჩვენ დღეს გაგვაჩნია, არის ერთად დგომა და არის ის სიმართლე, რაც დღეს ჩვენ უკან დგას“ — ეკა დემეტრაძე
Posted by Formula • ფორმულა on კვირა, 24 ნოემბერი, 2024