რადიო „თავისუფლების“ წყაროს ცნობით, ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც „ქართული ოცნების“ წევრები აბუ-დაბიში თავს დაესხნენ, სამდღიანი გამოკითხვების დასრულების შემდეგ, პოლიციიდან გამოუშვეს.
წყაროს ცნობითვე, გაბიტაშვილი სასამართლო სხდომამდე გამოუშვეს, რომელიც მომდევნო კვირაში გაიმართება. მანამდე ლაშა გაბიტაშვილს არაბთა გაერთიანებული საამიროების დატოვება ეკრძალება.
ვიდეო: „ზარქუამ ხელი გაარტყა ტელეფონს და შეურაცხყოფა მომაყენა! მინდოდა მეთქვა რომ ისინი ასე მშვიდად ვერ იცხოვრებენ, ახალი არჩევნებია ჩასანიშნი და ხალხია გამოსაშვები ციხიდან“ – ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბიში მომხდარზე წერს და კადრებს გვიზიარებს
ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი წერს და ვიდეოს გვიზიარებს.
ცნობისთვის, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.