აქტივისტი ლაშა გაბიტაშვილი, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ ქუჩაში თავს ნიღბიანები დაესხნენ, მომხდარს აბუ – დაბის გაგრძელებად აფასებს. ამის შესახებ მან „პირველებთან” ისაუბრა.
გაბიტაშვილი დარწმუნებულია, რომ მასზე თავდასხმა მის დაშინებას ემსახურება, თუმცა ამბობს, რომ არ ეშინია.
ვიდეო: „ძაღლს ვასეირნებდი და 3 ნიღბიანი კაცი მომვარდა“ – ლაშა გაბიტაშვილი აცხადებს, რომ მას თავს დაესხნენ
„ვერავის ვერ შეაშინებთ, ვერავის საერთოდ“
„ყველაფერი ჩემს სახლთან მოხდა. სამი ადამიანი იყო, სახე დაფარული ჰქონდათ. გუშინ ვიყავი აქციაზე, ლაივი ჩავწერე და ალბათ, სპეციალური დავალებაც მისცეს, რომ გამოეგზავნათ ნიღბიანი ხალხი, თორემ არანიღბიანები აბუ – დაბიში იყვნენ და რა თქმა უნდა, განსხვავება დიდი იქნება აბუ – დაბის სასამართლო და პოლიცია როგორ მუშაობს თავდამსხმელებზე და საქართველოში როგორ იმუშავებენ საგამოძიებო უწყებები.
მე არავინ მყავს ისეთი და არც არაფერს ისეთს არ ვსაქმიანობ, რომ ვინმეს სურვილია, რომ თავს დამესხას. აბუ – დაბიში რაც თვითონ ვერ შეასრულეს, გამოაგზავნეს სხვა შემსრულებლები, რომ დაესრულებინათ ეს ამბავი. დაშინება უნდათ, მაგრამ ვერ დაგვაშინებენ“, – ამბობს გაბიტაშვილი.
❗ გუშინ აქციაზე ვიყავი, ლაივი ჩავწერე და ალბათ სპეციალური დავალება მისცეს, რომ გამოეგზავნათ ნიღბიანები – ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ
Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ორშაბათი, 10 თებერვალი, 2025