მწვანე, ლურჯი და თეთრი – ეს აბუდელაურის ფერადი ტბების სამეულია, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შიდა ტურისტული მიმართულებაა.
ტბები დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 2812 მეტრ სიმაღლეზე.
ფეხით სასიარულო გზა სოფლიდან ტბებამდე 6 კმ-ია.
ტბების გარშემო არცერთი სოფელი არა გაშენებული. თეთრი ტბის დასავლეთით არის მყინვარი აბუდელაური. ეს ყველაზე მოშორებით მდებარე ტბაა, მასთან მისასვლელად ლურჯი ტბიდან დაახლოებით 40 წუთი დაგჭირდებათ.
ამ ტბებზე მოხვედრა საკმაოდ მარტივია. ადგილობრივი ტურისტული კომპანიები ზაფხულის სეზონზე საკმაოდ ხშირად გეგმავენ ამ მიმართულებიით ვიზიტს, არჩევანიც დიდია – 1,2 და 3 დღიანი ტურები. ფასები კი 20-25 ლარიდან იწყება.
ფოტოები: გიორგი ნოკოლავა