LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აცალეთ შვილებს შეცდომების დაშვება – 9 რჩევა მშობლებს, როგორ გავზარდოთ წარმატებული შვილი

238
getty-663873630-401321

იმისათვის, რათა ჩვენი შვილები წარმატებულები იყვნენ, ისინი გულწრფელობას უნდა მივაჩვიოთ და ვაცალოთ, დაუშვან შეცდომები. კარგი ჩვევების გამომუშავებაში მათ ჯანსაღი ცხოვრების წესი და ტელეეკრანთან გატარებული დროის ბალანსირებაც დაეხმარებათ. ის, თუ როგორ იქცევიან ჩვენი მშობლები, ჩვენს პიროვნულ თვისებებზეც ახდენს გავლენას. “ბიზნეს ინსაიდერი” გვთავაზობს იმ 9 ჩვევის ჩამონათვალს, რომელთა საშუალებითაც მშობლები წარმატებული შვილების აღზრდას ახერხებენ.

არ უთხრათ შვილებს, რომ მათ არ შეუძლიათ გახდნენ ის, ვინც უნდათ…

400-მდე თინეიჯერის გამოკითხვით დადგინდა, რომ ახალგაზრდებს ნაკლებად აინტერესებთ პროფესიები, რომლებიც მომავლის მსოფლიოში იქნება საჭირო. მათ უმეტესობას მუსიკოსობა, მსახიობობა ან სპორტსმენობა სურს. ბუნებრივია, ყველა მათგანი ვერ გახდება მაიკლ ჯექსონი ან დიეგო მარადონა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშობლებმა ბავშვებს საოცნებო პროფესიისაკენ მისწრაფება ჩაუკლან.

ისადილეთ, როგორც ოჯახმა…

მარტივი და თითქოს ყოველდღიური ჩვევაა არა? არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ოჯახის შეკრება სასადილო მაგიდასთან ბავშვებს ეხმარება როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. ჰარვარდის უნივერსიტეტთან არსებულმა ერთ-ერთმა კვლევითმა ცენტრმა ამ თემას სპეციალური გამოკითხვაც მიუძღვნა. აღმოჩნდა, რომიმ თინეიჯერებს შორის, რომლებიც კვირაში ხუთჯერ მაინც სადილობენ ოჯახთან ერთად, გაცილებით ნაკლებია ოჯახში ძალადობის, დეპრესიის და სიმსუქნის განვითარების შემთხვევები. ასეთ ბავშვებს სხვებთან შედარებით ბევრად უკეთესი აკადემიური მოსწრებაც აქვთ.

შეზღუდეთ საეკრანო დრო

“ამერიკის პედიატრთა ასოციაციამ” დიდი ხანია დაადგინა, რომ განსაკუთრებით მცირე ასაკში სმარტფონებთან დიდი დროის გატარება გავლენას ახდენს ბავშვებში გარკვეული უნარების ჩამოყალიბებაზე, მაგალითად ფოკუსირების, ყურადღების მოკრების და სოციალურ უნარებზე, ასევე ლექსიკურ მარაგზე. ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, 18 თვემდე ასაკის ბავშვებს საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ არანაირი დრო სმარტფონებთან, 2-5 წლის ასაკში რეკომენდებული დრო ერთი საათია.

იმუშავეთ სახლის გარეთ…

რასაკვირველია, დედას, რომლეიც სახლში მუშაობს, ოჯახში შეუცვლელი როლი აქვს, მაგრამ კვლევები გვიჩვენებენ იმასაც, რომ თუ დედა სახლის გარეთ არის დასაქმებული, ეს მისი შვილების, განსაკუთრებით ქალიშვილის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე მოქმედებს და მომავალში იგი აუცილებლად ეცდება, თავადაც დასაქმდეს.

შეაჩვიეთ ბავშვები შრომას

რასაკვირველია ბავშვის მიერ გარეცხილი თეფში ან გადაწმენდილი კარადა შესაძლოა უნაკლოდ სუფთა არ იყოს, თუმცა მიზანი პირველ რიგში ბავშვისათვის ჩვევის გამომუშავებაა. დადგენილია, რომ თავიანთ პროფესიებში წარმატებული ადამიანების უმეტესობა ბავშვობაში მშობლებს საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა.

შეაჩვიეთ ბავშვები მოთმინებას

კლასიკური მარშმელოუს ექსპერიმენტი, რომელიც 1972 წელსწ ჩატარდა, ბავშვებში განვითარებული მოთმინების უნარს ამოწმებდა. მასწავლებელი ბავშვს მაგიდაზე უდებდა ტკბილეულს და პირდებოდა, რომ თუ მის დაბრუნებამდე ბავშვი მარშმელოუს არ შეჭამდა, ის მეორესაც მიიღებდა საჩუქრად.

მოგვიანებით, 40 წლის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომლებსაც მოთმინების უკეთესი უნარი ჰქონდათ, გაიზარდნენ უკეთესი სოციალური უნარების და ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ადამიანებად.

წაუკითხეთ შვილებს წიგნები

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევართა მიერ ჩატარებული კვლევა გვიჩვენებს, რომ ბავშვებს, რომლებსაც მშობლები წიგნებს ხმამაღლა უკითხავენ, მომავალში უკეთესი ლექსიკური მარაგი აქვთ და გაცილებით სწორად მეტყველებენ მშობლიურ ენაზე.

შეაყვარეთ შვილებს მოგზაურობა

მოგზაურობა და ახალი თავგადასავლები ბავშვებზეც ისევე დადებითად მოქმედებს, როგორც დიდებზე. ბავშვებში ხშირი მოგზაურობა სხვა კულტურების და ხალხების იმართ ტოლერტანტობის შეგრძნებას და უამრავი სიახლის აღმოჩენის სურვილს ბადებს.

აცალეთ შვილებს შეცდომების დაშვება

ყველა ადამიანმა საკუთარ შეცდომებზე უნდა ისწავლოს. აცალეთ შვილებს, დაუშვან შეცდომები და მიიღონ გამოცდილება.  გამარჯვება დამარცხების, ხოლო წარმატება წარუმატებლობის გარეშე არ არსებობს და მშობლებს ეს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ.  რასაკვირველია, ჩვენ შვილს მიმართულება უნდა მივცეთ, მაგრამ მხოლოდ დამხმარეები უნდა ვიყოთ და არა მთავარი პერსონაჟები. მიეცით შვილებს გადაწყვეტილებების მიღების საშუალება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g