ერთი კვირის განმავლობაში აჭარა ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. სოფელ სახალვაშოში, ჩაისუბანში, ჭოროხის დელტასა და კოლხეთის ეროვნულ პარკში, მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვების საშუალება ნებისმიერ მსურველს ექნება.
წელს ფესტივალში ორნითოლოგები და მოხალისეები 25 ქვეყნიდან მონაწილეობენ. ფესტივალი მეექვსედ ტარდება და აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ბათუმის შემოგარენი “აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის” სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად 37 სახეობის მილიონზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება.