აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა სტამბოლის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში “EMITT 2017” მიიღო მონაწილეობა. დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად წარადგინა.
გამოფენის ვიზიტორები სტენდთან აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და შესაძლებლობების შესახებ მომზადებულ სარეკლამო-საინფორმაციო მასალებს გაეცნენ და დეპარტამენტის წარმომადგენლისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს რეგიონის შესახებ.
სტამბოლის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდმა გასული წლის მსგავსად წელსაც ყველაზე ორგანიზებული სტენდის ჯილდო მიიღო. გამოფენა “EMITT 2017” მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული გამოფენაა, რომელშიც მონაწილეობას 450-მდე კომპანია მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობს. გამოფენა ხალმრავლობითა და მონაწილეთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი გამოფენაში 2007 წლიდან ღებულობს მონაწილეობას.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტულ პოტენციალს წლის ბოლომდე 20-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგენს. აქედან მხოლოდ თებერვალში მონაწილეობის მიღება ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და ისრაელის გამოფენებში იგეგმება.