LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარა ვარშავის ტურისტულ გამოფენაზე

47379807_518758218609157_5917717845801697280_n

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები ვარშავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. დეპარტამენტი გამოფენაზე  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.

ვარშავის ტურისტული გამოფენა ერთ-ერთი აქტიური გამოფენაა მსოფლიოში. მასში  ასობით ტურისტული ბიზნესის წარმომადგენელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობს. გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლები სარეკლამო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საქართველოს სტენდი გამოფენაზე პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა მოინახულა.

პოლონეთი აჭარისთვის საინტერესო ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის რეკლამირება ბოლო წლებია, აქტიურად მიმდინარეობს. წლის განმავლობაში დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას ვარშავის ტურისტული გამოფენის გარდა კატოვიცესა და ვროცლავის ტურისტულ გემოფენებზე უწევს. გარდა ამისა, ანხორციელებს აქტიურ ონლაინ  და გარე რეკლამას პოლონეთის მსხვილ ქალაქებში, ორგანიზებას უწევს პრესს და ინფოტურებს, რის შედეგადაც აჭარის შესახებ სტატიები და რეპორტაჟები პოლონურ მედიაში ქვეყნდება. მათ შორის გამორჩეულია National Georgrapic Traveler- ის სტატიები აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ. რეგიონის რეკლამირება პოლონეთში სამომავლოდაც გაგრძელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები