LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაბეთის მხარდაჭერით და FINANCIAL-ის ორგანიზებით თბილისში CSR Forum გაიმართა

64
ფოტო

26 აპრილს, the FINANCIAL-ის ორგანიზებით, თბილისში, სასტუმრო რედისონში გაიმართა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფორუმი, რომლის გენერალური წარმდგენიც კომპანია აჭარაბეთი იყო.

ფორუმის ფარგლებში კერძო, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორმა ისაუბრა CSR მიმართულების ბიზნესის გამოცდილებაზე. ღონისძიებაზე ბიზნესსექტორის,  ბიზნესასოციაციების, დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლებმა განიხილეს CSR– ის განვითარება საქართველოში. ასევე პასუხისმგებლიანმა კომპანიებმა ფართო საზოგადოებას გაუზიარეს თავიანთი ღვაწლი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით.

ფორუმში მონაწილეობა მიიღო : ევროკავშირის ელჩმა საქართველოში – კარლ ჰარცელმა, იაპონიის და საფრანგეთის სრულუფლებიანმა ელჩებმა საქართველოში იმამურა აკირმა და დიეგო კოლასმა, UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა ანა ჩერნიშოვმა, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან ვეფხვაძემ, აჭარაბეთის პროდუქტების მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ მდივანმა, RMG-ის კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა, ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა და სილქ ჰოსფითალითის აღმასრულებელმა დირექტორმა იორდ ქიუითმა.

„მოხარულები ვართ, რომ მხარი დავუჭირეთ ფორუმს, რომელიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემას ეხებოდა, რადგან აჭარაბეთისთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ გვჯერა, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ნიშნავს საკუთარი ნებით აიღო გარკვეული პასუხისმგებლობა და შეასრულო ისინი – საზოგადოების წინაშე. სწორედ ამიტომ  შევქმენით კორპორაციული პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივა“, რომლის მიზანიცაა წვლილი შეიტანოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, აქტუალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ საკითხებში.

აჭარაბეთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა ორიენტირებულია:  პასუხისმგებლიანი თამაშის, ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებაზე, ქართული სპორტის და ადამიანების CSR მიმართულებით მხარდაჭერაზე,“- განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g