LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარასა და სამეგრელოში “ჭკვიანი კამერები” დამონტაჟდა

275
1510213342_5a040ecb6034b

დღეიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონებში, კერძოდ, ქალაქებში – სენაკსა და ბათუმში, 10 ადგილზე სიჩქარის მზომი სექციური რადარები ამოქმედდება.

საქართველოს მასშტაბით სრული დატვირთვით ამოქმედებულია 2669 ვიდეოკამერა, რომელთაგანაც 936 არის ნომრის ამომცნობი, ხოლო 1733 არის ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა.

ამ დროისთვის სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე 447 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.

 

სენაკში სიჩქარის კონტროლის სექციები განთავსებულია შემდეგ ადგილებზე:

  1. მშვიდობის ქუჩის N137-დან მშვიდობის ქუჩის N355-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);
  2. მშვიდობის ქუჩის N362-დან მშვიდობის ქუჩის N122-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ).

 

ბათუმში სიჩქარის კონტროლის სექციები განთავსებულია შემდეგ ადგილებზე:

  1. ხიმშიაშვილისა და კობალაძის ქუჩების კვეთიდან ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის N1ა-მდე (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ);

  2. ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის N1ა-დან ხიმშიაშვილისა და კობალაძის ქუჩების კვეთამდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

  3. ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის N1ა-დან ანწუხელიძის ქუჩის N83-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

  4. ანწუხელიძის ქუჩის N83-დან ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის N1ა-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

  5. ანწუხელიძის ქუჩის N83-დან ანწუხელიძის ქუჩის N37-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

  6. ანწუხელიძის ქუჩის N37-დან ანწუხელიძის ქუჩის N83-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

  7. ანწუხელიძის ქუჩის N37-დან ანწუხელიძის ქუჩის N4-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

  8. ანწუხელიძის ქუჩის N4-დან ანწუხელიძის ქუჩის N37-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ).

 

2019 წლის ბოლომდე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდება 5 000-მდე ვიდეოკამერა, მათ შორის 2 100 ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა, ხოლო სიჩქარის მზომი სექციური მოწყობილობებით გადაფარული იქნება საავტომობილო გზის 700 კმ-მდე მონაკვეთი.

სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების 26 % სიჩქარის გადაჭარბებით იყო გამოწვეული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g