LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში ახალი სასტუმრო კომპლექსი „Twin Tower” აშენდება

62

აჭარაში ახალი სასტუმრო კომპლექსი „Twin Tower” აშენდება. კომპლექსის საინვესტიციო ღირებულება 120 მილიონ დოლარს მოიცავს. მშენებლობას ქართული კომპანია „ორბი ჯგუფი“ ახორციელებს.

კომპლექსი „Twin Tower“ ორ 45 სართულიან კორპუსს აერთიანებს, სადაც 4 500 სასტუმრო ნომერი განთავსდება. კომპლექსი „Twin Tower“ მსოფლიოში მე-6 აგილზე იქნება სასტუმრო ნომრების რაოდენობის მხრივ.

სასტუმრო კომპლექსის „Twin Tower” –ის მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაიწყება და 19 თვეში დასრულდება. მშენებლობის პროცესში 1500, ხოლო კომპლექსის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, 3000 ადგილობრივი დასაქმდება. სასტუმრო კომპლექსი მრავალფუნქციური იქნება და მის ტერიტორიაზე განთავსდება-რესტორნები, კაფეები, სავაჭრო-გასართობი ცენტრები, ღია და დახურული აუზები, ღია და დახურული ტერასები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები, სამედიცინო ცენტრი, სპა-სალონი, კეთილმოწყობილი ეზო, საბავშვო სათამაშო მოედნები, საკონფერენციო დარბაზები და ავტოსადგომები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g