ბათუმში ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს. უხვმა ნალექმა რეგიონში პრობლემები შექმნა.
ყველაზე მეტად დაზარალდნენ ბათუმში ე.წ. ჭაობის დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები.
რუსთავი 2 -ის ინფორმაციით, სანიაღვრე სისტემებმა წყლის ნაკადის გატარება ვერ შეძლო, რის გამოც დატბორილია საცხოვრებელი სახლები.
სამაშველო სამსახურის თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასულები.
წვიმა აჭარაში ხვალაც შენარჩუნდება.