LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში არასტანდარტულ ციტრუსზე სუბსიდირება გაორმაგდა

121
12

ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად განხორციელებისა და ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად გახსნა.

აღნიშნული შტაბი მიზნად ისახავს ციტრუსის ლოგისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობას, ასევე, ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფას. შტაბი მუშაობას 1 თებერვლამდე გააგრძელებს.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაორმაგდა და მეციტრუსე ფერმერები სახელმწიფოს მხრიდან 15 თეთრის ნაცვლად 30 თეთრით დაფინანსდებიან.

წელს აჭარაში ციტრუსის 55 ათას ტონამდე მოსავალს ელიან. საექსპორტო მანდარინს ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი 20-ზე მეტი საწარმო მიიღებს. რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს, მას ქობულეთის საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g