LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში ღვინის მარნების წარმომადგენლებს ტრენინგი უტარდებათ

119
ტრენინგი

სტუმრებისათვის ღვინის გაცნობა, ღვინის დაჭაშნიკება და ღვინით მომსახურების
ძირითადი წესები – ამ თემებთან დაკავშირებით, აჭარაში ღვინის მარნების
წარმომადგენლებს ტრენინგები უტარდებათ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ქობულეთის შემდეგ პრაქტიკულ-თეორიული სწავლება ბათუმში მიმდინარეობს. ტრენინგის მონაწილეები პროფესიონალი ღვინის მცოდნეებისგან ღვინის დაყენების თავისებურებებს, ღვინის კერძებთან შეხამების და მირთმევის (დაჭაშნიკების) წესებს, ღვინის ისტორიასა და ღვინის როლს ტურიზმში ეცნობიან.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბათუმის შემდეგ ტრენინგებს ქედასა და ხელვაჩაურში არსებული ღვინის მარნების წარმომადგენლებისთვის ჩაატარებს.

ტრენინგებში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა https://serviceajara.ge/ -ზე შეუძლიათ.

მთელი წლის განმავლობაში, აქტიურად მიმდინარეობდა საინფორმაციო შეხვედრები,
ტრენინგები, მასტერკლასები და პრაქტიკული მეცადინეობები სექტორის სხვადასხვა
სფეროს წარმომადგენლებისთვის, მათ შორის, გიდებისთვის, სააგენტოებისთვის,
განთავსებისა და კვების ობიექტებისთვის. სერვისის გაუმჯობესების მიზნით, აჭარაში,
წლიურად, ტურისტული სექტორის 1000-მდე წარმომადგენლის გადამზადება ხდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g