LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში ინვესტიციები 26%-ით გაიზარდა

74

აჭარის რეგიონში ინვესტიციები 26%-ით არის გაზრდილი.  ამის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ  განაცხადა. მან 2016 წლის 6 თვის ინვესტიციების მონაცემების შესახებ პრეზენტაცია გამართა.

სასტუმრო “რადისონში” შეკრებილ მედიის წარმომადგენლებთან მინისტრმა ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების უახლეს შედეგებზე,ბოლო წლების დინამიკაზე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

”2016 წლის 6 თვის მონაცემებით წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ინვესტიციები 26%-ით არის გაზრდილი. აჭარაში 2016 წლის 6 თვეში 208.1 მილიონი დოლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 154.2 მილიონი დოლარი უცხოური, ხოლო 53.9 მილიონი  დოლარი ადგილობრივი კერძო ინვესტიცია”, – აღნიშნა ბოლქვაძემ.

მისივე ინფორმაციით, ენერგეტიკა 49,5%-ით ლიდერობს, ტურიზმზე – 30,1%, მშენებლობის სფეროზე – 18,4%, ხოლო სხვა დარგებზე 2,0% ინვესტიცია მოდის.

უცხოური ინვესტიციები წლიურ დინამიკაში:
• 2012 წელი 59,0 მლნ მლნ აშშ დოლარი
• 2013 წელი 68.6 მლნ აშშ დოლარი
• 2014 წელი 182.4 მლნ აშშ დოლარი
• 2015 წელი 278.5 მლნ აშშ დოლარი

კერძო ინვესტიციები წლიურ დინამიკაში:
2015 წლის წლიური მონაცემების (366 მლნ აშშ დოლარი) შედარება წინა წლებთან:
• 2012 წელი – 152 მლნ აშშ დოლარი, ზრდა 141%
• 2013 წელი – 195 მლნ აშშ დოლარი, ზრდა 88%
• 2014 წელი – 277 მლნ აშშ დოლარი, ზრდა 33%

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები