LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევებია, ძირითადად “დონას” კლასტერია

82
118703388-646020099665752-7773852489668423771-n

ბოლო 24 საათის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აქედან 1 საკარანტინო სივრცეში მყოფი პირია, 2 უკვე დადასტურებული შემთხვევიდან, ოჯახის წევრები არიან, 9 პირი საკონდიტრო ’’დონას’’ კონტაქტია’’, 1 – მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლის ოჯახის წევრია.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 58 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში 3 პაციენტია გამოჯანმრთელებული.

ცოტა ხნის წინ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაია განაცხადა, რომ ახალი 28 შემთხვევიდან 12 „დონას“ კალსტერთანაა დაკავშირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g