LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში მამას 15 წლის შვილის გაუპატიურებას ედავებიან – ბრალდებული მამაკაცი დუმილის უფლებით სარგებლობს

147
მოზარდზე ძალადობა

ბათუმის პროკურატურა მამაკაცს საკუთარი შვილის, 15 წლის გოგოს გაუპატიურებას, მასთან გარყვნილ ქმედებას, მუქარას და ოჯახში ძალადობას ედავება.

საქმეს დახურულ რეჟიმში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლევან ყოლბაია განიხილავს. ბრალდებული მამაკაცი დუმილის უფლებით სარგებლობს და დანაშაულს არ აღიარებს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა არასრულწლოვანი შვილი საკუთარ სახლში გააუპატიურა. საქმეში რამდენიმე ეპიზოდია, რომლის მიხედვითაც თემურ ტ. მოზარდთან გაუპატიურებამდე გარყვნილი ქმედებითაც დაკავდა, შემდეგ კი, ემუქრებოდა და ძალადობდა.

დაზარალებულად ცნობილი მოზარდი ამ დროისთვის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარშია.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბრალდებული კაცი ჩაქვში ცხოვრობდა 4 შვილთან და დედასთან ერთად, მისი ცოლი კი, ბოლო 8 წელია თურქეთშია.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, თემურ ტ.-ს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g