LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში მომსახურების ხარისხის კვლევა მიმდინარეობს

85

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მომსახურების ხარისხის კვლევას აწარმოებს. კვლევა რეგიონში განთავსებისა და კვების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების, ტურისტული მარშრუტების, ტურისტული ატრაქციების, ახალი ტურისტული პროდუქტების, გიდებისა და სოფლად არსებული საოჯახო სახლების სერვისის შეფასებას ითვალისწინებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სერვისის კვლევა ონლაინ სივრცესა და საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრებში მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე Gobatumi.com და facebook გვერდზე visitbatumi განთავსებულია სპეციალური კითხვარი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია პირველ დეკემბრამდე, აჭარაში არსებულ ტურისტულ ობიექტებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება დააფიქსიროს. ონლაინ კვლევის ლინკი – https://goo.gl/e71guA.

კითხვარი სამენოვანია და მისი შევსების შესაძლებლობა უცხოელ ტურისტებსაც აქვთ.

„ამობეჭდილი კითხვარები რეგიონში მდებარე ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებშია განთავსებული. ის ასევე დაეგზავნება რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით ტურიზმის სექტორში მოქმედ კერძო კომპანიებსა და პირებს. კვლევისას დაფიქსირებული შედეგები დაეხმარება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს რეგიონში ტურისტული მომსახურების ხარისხის განსაზღვრასა და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვაში. კვლევისას გამოკვეთილი ტურიზმის სექტორის წარმატებულ ობიექტებს, დეპარტამენტი ასევე წარადგენს ტურიზმის რეგიონულ ფორუმზე „მაგნოლია 2017“, რომელიც ბათუმში დეკემბერში გაიმართება“, – აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები