LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში ნახევარი ტონა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

97
aWara

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარაში ნახევარი ტონა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინა.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულმა სამმართველომ ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარედ გაურკვეველი წარმომავლობის ცხენისა და საქონლის 500 კილოგრამზე მეტი საკვებად უვარგისი ხორცი გამოავლინა. ხორცი დალუქულია და სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის ზედამხედველობით განადგურდება“. – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

უწყების ცნობით, კანონმდებლობით დადგენილია, რომ პირუტყვი დაიკლას სასაკლაოზე და რეალიზაციისას ხორცს უნდა ახლდეს ვეტერინარული ზედამხედველობის დოკუმენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g