LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში სამთო-საველოსიპედო მარშრუტები ამოქმედდება

65

ბათუმის ბულვარის საველოსიპედო ბილიკის გარდა, დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება აჭარის სამთო-საველოსიპედო მარშრუტითაც ისარგებლოს.

როგორც „ფორტუნას“  აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ განუცხადა, ფუნქციონირებას დაიწყებს ორი ტურისტული სამთო-საველოსიპედო მარშრუტი.

„ნებისმიერ მსურველს შეუძლია უკვე არა მარტო ბათუმის ბულვარის საველოსიპედო ბილიკით ისარგებლოს, არამედ გაისეირნოს ხუთსაათიანი ველომარშრუტით ბუნებაში, ბზების ხეივანში. მარშრუტზე ნიშნულები დაიდგა და დაიტვირთა სერვისებით. ბილიკს დაუკავშირდა საოჯახო სასტუმროები, მაღაზიები, სახელოსნოები და ა.შ. მომავალ წელს გვექნება მინიმუმ ხუთი ახალი მარშრუტი ყველა მუნიციპალიტეტში ცალ-ცალკე“ – აღნიშნა ზოიძემ.

მისივე თქმით, სააგენტოს ჯგუფები მაღალმთიანი აჭარის ტურისტულ პოტენციალს ჯერ კიდევ იკვლევენ და შესაბამის მონიშვნებს აკეთბენ.

„ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორი ძირითადი მიზანი აქვს – ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში სერვისის გაუმჯობესება და ტურისტული პროდუქტების განვითარება საზღვაო ზოლს მიღმა, სოფლად ტურიზმის განვითარება და ა.შ. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამაზე აქტიურად მუშაობა, შექმნილია კონკრეტული განყოფილება, რომელიც მუდმივად მუშაობს მაღალმთიან აჭარაში, გადის ობიექტებზე, ათვალიერებს, ამოწმებს ინფორმაციას ისტორიკოსებთან და მეცნიერებთან. ჯგუფი გადის ყველა ინდივიდუალურ ტურისტულ მარშრუტზე და იკვლევს, თუ რა პოტენციალი შეიძლება ჰქონდეს მას“ – განაცხადა თინათინ ზოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები