ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პანტნარში საცხოვრებელი სახლი იწვის. თემის რწმუნებულის, ბეჟან ბოლქვაძის ინფორმაციით, შვიდსულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლის 80% განადგურებულია.
სახანძრო-სამაშველო სამსახურთან ერთად ხანძრის ჩაქრობას ოთხი სოფლის მოსახლეობა ცდილობს, რომ ცეცხლი სხვა სახლებსა და ნაგებობებზე არ გადავიდეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.