LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში სრული „ლოქდაუნის“ დაწესება არ განიხილება, შესაძლოა განვიხილოთ კონკრეტული წერტილოვანი შეზღუდვები: თორნიკე რიჟვაძე

88
თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე რეგიონში არსებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბოლო დღეების დინამიკა საყურადღებოა, რაზეც საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზეც მოხდება მსჯელობა, თუმცა რიჟვაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სრული „ლოქდაუნის“ დაწესება არ განიხილება.

მისივე განცხადებით, დინამიკის მიხედვით, შესაძლოა მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვების განხილვა მოხდეს.

“ბოლო დღეებში არსებული დინამიკა არის საკმაოდ საყურადღებო. დღეს იქნება შესაბამისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და ვიმსჯელებთ კონკრეტულ ღონისძიებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია, მათ შორის მესამე ტალღის მართვის ნაწილში, თუმცა კიდევ ერთხელ შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ განიხილება სრული „ლოქადაუნი“. დინამიკის მიხედვით შესაძლოა განვიხილოთ კონკრეტული წერტილოვანი შეზღუდვები,”- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

თბილისში დაინფიცირებულთა რიცხვმა იკლო, დადებითობის მაჩვენებელი 5 %-ზე დაბალია – განახლებული კოვიდსტატისტიკა

შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 1 310 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. აქედან აჭარაში – 85 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

ამ ეტაპზე აჭარის რეგიონში – 388 ინფიცირებული ადამიანი მკურნალობს.

პოპულალურები