LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში უცხოელი ტურისტების რაოდენობა 19,5 %-ით გაიზარდა

95

2016 წლის 10 თვის მონაცემებით, აჭარაში ტურისტების  4,7% -იანი ზრდა ფიქსირდება, რაც 435 585 ტურისტს გულიხმობს. მათ შორის უცხოელი ტურისტების რაოდენობა 19,5 -ითაა გაზრდილი, რაც აჭარაში 295 269 ტურისტის ვიზიტს ნიშნავს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტების რაოდენობის კვლევა რეგიონში არსებულ რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

გაზრდილია რეგიონში ვიზიტორების რაოდენობაც. სამივე საზღვრის კვეთის მონაცემებზე დაყრდნობით, რეგიონს 11 თვის განმავლობაში 1 332 215 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა.

საერთაშორისო მოგზაურების განსაკუთრებული ზრდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფიქსირდება. 11 თვეში, საჰაერო გზით აჭარაში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 70%-ით გაიზარდა, რაც 126 474 უცხოელ ვიზიტორს გულისხმობს.

მოგზაურების უმრავლესობა რეგიონს ისევ თურქეთიდან (962 382), აზერბაიჯანიდან (114 177), რუსეთიდან (62 150), უკრაინიდან (36 922) და სომხეთიდან (16 158) სტუმრობდა.

თუცმა გასული წლისგან განსხვავებით, 2016 წელს აჭარაში განსაკუთრებით გაიზარდა ებრაელი საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა. რეგიონს, 11 თვეში 28 982 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა ისრაელიდან, რაც 3-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. მათი ძირითადი ნაწილი 28 498 კი აჭარაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან შემოვიდა.

გასული წლისგან განსხვავებით, წელს განსაკუთრებით, 87%-ით გაიზარდა მოგზაურების რაოდენობა ირანიდან, საიდანაც რეგიონში 11 თვის განმავლობაში 32 340 ვიზიტორი შემოვიდა.

მიმდინარე წელს, ასევე გამოიკვეთა საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა არაბეთის გაერთიანებული საამიროები (+5%) და საუდის არაბეთი (+44%).

 

mazda magti 5g