სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, ზღვაში 17 თებერვალს შევიდა და გაუჩინარდა. მას შემდეგ სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.
ოჯახის წევრები, სამძებრო სამუშაოებში დამატებითი ძალების ჩართვას ითხოვენ. მათი თქმით, მყვინთავების რაოდენობა საკმარისი არ არის.
“ბათუმის სამაშველო მუშაობს კი, ზედაპირულად ეძებენ, მაგრამ მყვინთავების რაოდენობა არ ყოფნის არანაირად. გვჭირდება მათი რაოდენობა დაგვემატოს. ვთხოვთ დახმარებას,”- აცხადებენ ოჯახის წევრები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შეტყობინების მიღებიდან დღემდე სამძებრო სამუშაოები არ შეწყვეტილა და მასში ჩართულია ყველა სპეციალისტი და ტექნიკა.
