LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის ა/რ მთავრობა: ფაროსანას ციტრუსის ბაღები არ დაუზიანებია

50

აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აზიურმა ფაროსანამ ციტრუსის ბაღები დააზიანა. როგორც ავთანდილ მესხიძემ განაცხადა, აზიური ფაროსანას მიერ ციტრუსის დაზიანებასთან დაკავშირებით მათთვის არც მოსახლეობას მიუმართავს.

მისივე თქმით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ პრეპარატი მეციტრუსეებს პრევენციის მიზნით დაურიგდა. ”ციტრუსის დაზიანებული ნაყოფი ერთიც არ მინახავს, საბედნიეროდ, არც მოსახლეობას მოუმართავს. ზოგადად, აზიური ფაროსანა ნებისმიერი კულტურის ნაყოფს აზიანებს, მათ შორის შესაძლებელია იყოს მანდარინზეც, ამიტომ ვახორციელებთ პრევენციას და ყველა მეციტრუსეს გადავეცით პრეპარატი”, – განაცხადა ავთანდილ მესხიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, აზიური ფაროსანა აჭარაში, ციტრუსის ბაღებშიც გამოჩნდა და ნაყოფი დააზიანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები