2021 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 85 747 900 ლარით გაიზარდა და 414 221 900 ლარს შეადგენს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, გრძელდება მასშტაბური პროექტები:
▪ მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება
▪ წყლის სისტემის განვითარება
▪ „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი 15 351 000 ლარით გაიზარდა და 123 831 100 ლარს შეადგენს. გაიზარდა სხვადასხვა პროექტების დაფინანსება:
▪ აჭარაში არსებული მთის კურორტებისა და სარეკრეაციო ადგილების განვითარება 3 600 000 ლარით გაიზარდა და 4 270 000 ლარს შეადგენს;
▪ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობისთვის დამატებით გამოყოფილი 3 მილიონ ლარამდე ჭვანას, ჩირუხისა და მაჭახელას „ეთნოსოფლის“ პროექტების დაფინანსებას მოხმარდება;
▪ რეკრეაციული ადგილების მოვლისთვის 9 296 300 ლარი დაიხარჯება;
▪ ნარჩენების მართვის ობიექტისა და ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიისთვის 4 357 200 ლარი გამოიყო.
✅17 065 700 ლარს შეადგენს სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება, რომელიც მოიცავს: ჩაქვის ძალოსნობის ბაზის მშენებლობა, შუახევის სტადიონის რეკონსტრუქცია, ღორჯომის სპორტული დარბაზის მშენებლობა, ბათუმის სპორტული კომპლექსის დასრულება, ყინულის სასახლის და საცურაო აუზის მშენებლობა, ჩაქვის სარაგბო ბაზის მშენებლობა, ქობულეთის სპორტული კომპლექსის მშენებლობა.
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ბიუჯეტი 9 646 972 ლარს შეადგენს: ტურისტული პროდუქტების განვითარებისთვის 1 665 000 ლარი დაიხარჯება; ტურისტული სერვისების განვითარების ბიუჯეტი 416 000 ლარს შეადგენს; გაგრძელდება მარკეტინგული აქტივოვბები და რეგიონის პოპულარიზაცია.
✅ საგზაო ინფრასტრუქტურა
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი 9 მლნ ლარით გაიზარდა და 60 მლნ ლარს შეადგენს. 2021 წელს აჭარაში დაგეგმილია: 34 მიმართულებით 60,645 კმ სიგრძის საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა; 18 ხიდის მშენებლობა და რეაბილიტაცია; 306 ხელოვნური ნაგებობის მოწყობა; 113 კმ სიგრძის საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 9 826 500 ლარით გაიზარდა და 63 901 000 ლარს შეადგენს. დამატებით აშენდება ახალი საჯარო სკოლები: სამი საჯარო სკოლა ბათუმში; საჯარო სკოლები ქვემო ვაშლოვანსა და კალოთაში; ჯამში, 2021 წელს განხორციელდება 14 სკოლის მშენებლობა. 40 სკოლას ჩაუტარდება რეაბილიტაცია. დაიწყება უნივერსიტეტის ახალი კამპუსის მშენებლობის პროექტირება, სახელოვნებო-სასპორტო სკოლების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება იზრდება, სტუდენტთა დახმარება 400 000 ლარით გაიზარდა და 1400 000 ლარს შეადგენს, იზრდება სკოლების თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით აღჭურვის პროგრამის ბიუჯეტი 150 000 ლარით და შეადგენს 739 000 ლარს.
✅ კულტურა: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დაფინანსება 386 400 ლარით გაიზარდა და 2 835 000 ლარს შეადგენს, გაორმაგდა თავისუფალი პროექტებისა და კულტურული აქტივობების დაფინანსება.
✅ სპორტი: სპორტის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია 1 120 000 ლარით გაიზარდა და 4 080 200 ლარს შეადგენს; 600 000 ლარით იზრდება სასპრორტო სკოლის ბიუჯეტი, რაც ახალი სპორტკომპლექსის ფუნქციონირებას უკავშირდება.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 27 200 000 მლნ ლარი იქნება. გრძელდება ყველა დაგეგმილი პროგრამა და იზრდება გარკვეული პროგრამის დაფინანსება: 3 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება შშმ ბავშვთა რეაბილიტაციისა და ხელშეწყობისთვის, 1 მლნ ლარამდე გაიზარდა საზღვარგარეთ მკურნალობა, სიახლე – გულის ტრანსპლანტაციის თანადაფინანსება, 1 მლნ ლარამდე გაიზარდა დაავადებათა პრევენცია და პროფილაქტიკა, სიახლე – ყველა ორსულისთვის ტყვიის შემცველობის კვლევა, 870 500 ლარი შშმ პირთა და ხანდაზმულთა საჭიროებებისთვის გამოიყო.
✅აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 4 მლნ ლარით გაიზარდა და 18 900 900 ლარს შეადგენს:
3 000 000 ლარით გაიზარდა პროგრამა – სოფლის მეურნეობის განვითარება მაღალეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის გზით და 3 982 300 ლარს შეადგინა, გაგრძელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა მიწის უფასოდ დამუშავება, ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობა და სუბსიდირება, სოფლად მეწარმეობის ხელშეწყობის განვითარება, 1000 ცალი მოტობლოკი თანადაფინანსებით გადაეცემათ ფერმერებსა და აგრომეწარმეებს, გრძელდება მელიორაციის პროგრამა, მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი ტრანსფერი 51 255 100 ლარით გაიზარდა და 131 086 700 ლარს შეადგენს.