“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თავს უფლებას აძლევს და კოვიდპანდემიის პირობებში, როცა ცენტრალური ხელისუფლება გვესაუბრება ბიუჯეტში შემოსავლების ნაკლებობასა და ეკონომიკურ კრიზისზე, მილიონობით ლარს არამიზნობრივ პროექტებზე ხარჯავს.” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრმა ბონდო თედორაძემ სამინისტროსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
არამიზნობრივ პროექტებზე საუბრის დროს, მან რამდენიმე პროექტიც დაასახელა და მინისტრს ჯაბა ფუტკარაძეს მოუწოდა, შეწყვიტოს საზოგადოების მოტყუება:
“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თავს უფლებას აძლევს და კოვიდ ანდემიის პირობებში, როცა ცენტრალური ხელისუფლება გვესაუბრება ბიუჯეტში შემოსავლების ნაკლებობასა და ეკონომიკურ კრიზისზე, მილიონობით ლარს ხარჯავს არამიზნობრივ პროექტებზე, რომლის დღეს განხორცილება არავითარ აუცილებლობას არ მოითხოვს. მაგალითად: 300 ათას ლარამდე იხარჯება ეკონომიკის სამინისტრო შენობაში ინტერნეტ ქსელის მოწყობაზე, საინტერესოა, რა ფუნქციას ვერ ანხორციელებდა კორუმპირებული უწყება შარშან, შარშანწინ პანდემიამდე რისი განხორციელების აუცილებლობაც დაუდგა ამ კრიზისის დროს?
შუახევის მუნიციპალიტეტში 400 ათას ლარამდე იხარჯება სკვერისა და პარკის მოწყობის ხარჯთაღრიცხვის პროექტის შეძენისთვის. ანუ, 400 ათას ლარს დავხარჯავთ პროექტის შეძენაში და არა პროექტის განხორციელებაში. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ნუ გვატყუებენ, თუ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია და ნამდვილად არის, მაშინ მილიონობით თანხას არააუცილებელ პროექტებში რატომ ხარჯავენ, როცა შეიძლება ეს და სხვა არამიზნობრივად დასახარჯი თანხების მიზნობრივად მობილიზების შემთხვევაში, დავეხმაროთ მოსახლეობას, რომელთაც პანდემიის პირობებში ყოვლგვარი შემოსავალი მოაკლდა და მათი ეკონომიკური მდგომარეობა კატასტროფულად დამძიმდა.” – თქვა თედორაძემ.