„ძალიან ვწუხვარ , რომ როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე ინიციტივის შემუშავების პროცესში გამორიცხულია ყველა ის საჭიროება, რაც საზოგაოდებრივ მაუწყებელს გააჩნია და ამ პროცესებში, არც პარლამენტის შემთხვევაში, არც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუშაო პროცესში არ იყო აჭარის მაუწყებელი ჩართული,”- ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ნათია კაპანაძემ, პარლამენტში განაცხადა, სადაც სპიკერი ირაკლი კობახიძე “მაუწყებლობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.
კაპანაძე მიიჩნევს, რომ ცვლილება ვერ გახდის საზოგადოებრივ მაუწყებელს უკეთსს და ვერც რეიტინგს მოუტანს მას. კაპანაძე ამბობს, რომ პროცესი უნდა შეჩერდეს და საზოგადოებრივი მაუწყებლის საჭიროებები კიდევ უფრო ფუნდამეტურად გადაიხედოს. კაპანაძემ საკუთარ განცახდებაში ყურადღება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საჭიროებებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ის დღეისათვის გათვალისწინებული არაა.
“თქვენ თავად გაუსვით ხაზი იმას, რომ არ ვიცით, რა ოდენობის თანხა სჭირდებათ საზოგადოებრივი არხებს განვითარების. ეს ცვლილება აჭარის მაუწყებელს ვერ მოუტანს იმ მდგრადობას, რომლისკენაც მე, როგორც დირექტორი ვცდილობ, რომ ორგანიზაცია წავიყვანო.
აჭარის ტელევიზია შენობის გარეშე მაუწყებლობს ამ ეტაპზე, მაუწყებლობს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე 2 სართულიან სახლში, რომელიც არც ერთ შემთხვევაში, რა თანხაც არ უნდა შემოვიდეს სარეკლამო ბიუჯეტიდან, რა თანხაც არ უნდა წავართვა ტვ25-ს, ამ შეთხვევაში ჩემი თანამშორმლების მოტივაცია ან გადაცემების შინაარსი ვერ შეიცვლება.
მეორე საჭიროება, რომლის წინაშეც ვდგვართ, თითქმის იგივეა ბიუჯეტირების პროცესში. სახელმწიფო აფინანსებს საზოგადოებრივ არხებს, თუმცა საზმაუს ბორდს, რომელსაც აქვს ვალდებულება, ასევე იმსჯელოს აჭარის მაუწყებლის ნაწილში ისევე როგორც, გამორჩებათ ხოლმე ხშირ შემთხვევაში იმ საჭიროებების შესწავლა, რომლის წინაშეც დგას აჭარის მაუწყებელი. ვგულისხმობ იმას, რომ 4 წლის განმავლობაში აჭარის მაუწყებელი ყოველთვის იღებდა ბიუჯეტის მინიმუმს, საზოგადოებრივ მაუწყებელს პირველ რიგში სჭირდება შენობა და მე პირველ რიგიში მჭირდება ის, რომ დასაქმებულ ადამიანებს აჭარის ტელევიზიაში ჰქონდეთ უსაფრთხო შრომითი გარემო,”- აცხადებს ნათია კაპანაძე.