ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ე.წ ოცნების ქალაქში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, სიმბოლურად თოჯინები, ყვავილები და სანთლები მიიტანეს.
ბათუმში დაღუპული მცირეწლოვნების ხსოვნას თბილისში პატივი მიაგეს – მანიფესტანტები მოითხოვენ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს
აქციის მონაწილეები მოითხოვენ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ ამ ფორმით სამძიმარი გამოუცხადეს დაღუპულთა ოჯახებს.
ცნობისთვის, ბათუმში, უბედურ შემთხვევას ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ, რომელიც წყლით იყო სავსე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
საია: „ბათუმში ბავშვების დაღუპვა სიცოცხლის უფლებასთან მიმართებით ვალდებულებების იგნორირების შედეგია“