LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აჭარის მთავრობის სახლთან პროტესტის 24 – საათიანი რეჟიმი შეწყდება, თუმცა აქციები ყოველდღიურად გაიმართება…“ – მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები

120
მზია ამაღლობელი

„აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც კარვებია გაშლილი, პროტესტის 24-საათიანი რეჟიმი შეწყდება, თუმცა აქციები ყოველდღიურად გაიმართება“, – ამის შესახებ აქციის მონაწილეებმა განაცხადეს.

მათი თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მზია ამაღლობელის კლინიკაში გადაყვანა მოხდა.

„საჭირო გახდა ჰოსპიტალის პირობებში მკურნალობის გაგრძელება – შიმშილობას განაგრძობს“ – „ვივამედის“ დირექტორი მზია ამაღლობელზე

„საჭირო გახდა ჰოსპიტალის პირობებში მკურნალობის გაგრძელება – შიმშილობას განაგრძობს“ – „ვივამედის“ დირექტორი მზია ამაღლობელზე

მათი განმარტებით, კარვების გაშლის გადაწყვეტილება, თავის დროზე მზია ამაღლობელის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად მიიღეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მოთხოვნა, რომელიც მზია ამაღლობელთან დაკავშირებით დაყენებული ჰქონდათ, შესრულებულია.

მათი თქმით, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი დამატებითი კვლევებისთვის, გუშინ საღამოს, კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.

„მზია ციხეშია, მაგრამ მისი ხმა ისმის ისე ხმამაღლა, რომ ყველას სწვდება“ – „ბათუმელების“ მანიფესტი

„მიუღებელია, რომ ადამიანი ბენზინს ისხამს და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს – მხოლოდ იმიტომ, რომ სამართალი ვერ იპოვა… მიუღებელია იმის შეჩვევა, რომ მზია ციხეში შიმშილობს… მიუღებელია, როცა 16 წლის მოზარდს მხოლოდ იმიტომ აკავებენ, რომ მას განსაკუთრებული ნიჭი აქვს… მიუღებლის მიღებას არ უნდა შევეგუოთ“ – ნინო ზამბახიძე

„მზია ამაღლობელი გმირია ჩემს თვალში, ასეთ ქალებზე დგას საქართველო“ – თამრიკო ჭოხონელიძე

ფოტო: „ბათუმელები“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g