LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის პოპულარიზაცია 21 ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდა

43

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე “IFTM Top Resa” წარადგინა.  დეპარტამენტი გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მონაწილეობდა. გამოფენის ფარგლებში ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე, სულხან ღლონტი ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად ტურისტული და სარეკლამო კომპანიების, მათ შორის მსოფლიოში უმსხვილესი ტურისტული ორგანიზაციის Thomas Cook- ის წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

პარიზის ტურისტულ გამოფენას მთელი მსოფლიოდან 32 ათასზე მეტი ტურიზმის ინდუსტრიის პროფესიონალი დაესწრო. გამოფენაზე 1700-ზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი.

წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის პოპულარიზაცია 21 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და ღონისძიებაზე წარადგინა, წლის ბოლომდე კი მათი რაოდენობა 25-მდე გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g