LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენებზე გრძელდება

470
აჭარის ტურისტული პროდუქტები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ.

რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად წარადგინა.

გამოფენის ფარგლებში გაიმართა საქმიანი შეხვედრები მედიის, მსხვილი ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებზეც ორმხრივი თანამშრომლობისა და ყაზახეთში აჭარის პოპულარიზაციის საკითხები განიხილეს.

გამოფენის ფარგლებში ჩატარდა ტურიზმის ფორუმიც, რომელზეც დეპარტამენტის მენეჯმენტმა რეგიონის ტურისტულ მიღწევებზე ისაუბრა.

ყაზახეთი აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, საიდანაც ბათუმის მიმართულებით ზრდადია როგორც ვიზიტორების, ისე პირდაპირი ფრენების რაოდენობა. გასული წლის მსგავსად, დეპარტამენტი წელსაც გეგმავს ყაზახი ჟურნალისტებისა და ტურისტული სააგენტოების მოწვევას რეგიონში, რითაც ხელს შეუწყობს ყაზახი ვიზიტორების მოზიდვას საქართველოში.

magti 5g