LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს EURONEWS-ის მილიონობით მაყურებელი ეცნობა

69
1024052411

აჭარის ტურისტული შესაძლებლობების რეკლამირება გრძელდება – ამჯერად, რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლს EURONEWS-ის მილიონობით მაყურებელი ეცნობა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, სატელევიზიო რეკლამა საერთაშორისო ტელეკომპანიის დღისა და ღამის პრაიმთაიმში მსოფლიოს 160 ქვეყანაში გადაიცემა. გარდა საიმიჯო რგოლისა, ტელეკომპანიის ეთერში იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ეროვნული პარკების ამსახველი 25-წამიანი სლაიდშოუ ტრიალებს, სადაც მტირალას, კინტრიშის, კოლხეთის ეროვნული პარკები და ქობულეთის დაცული ტერიტორია არის წარმოჩენილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ „ევრონიუსზე“ რეგიონის რეკლამირების მიზანი აჭარის, როგორც ტურისტულად და საინვესტიციოდ მიმზიდველი ადგილის პოზიციონირებაა.

„მიუხედავად პანდემიისა ვაგრძელებთ რეგიონის რეკლამირებას საერთაშორისო ბაზრებზე, რათა კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს პოტენციურ ტურისტებს აჭარის ტურისტული პროდუქტები. ამავდროულად კი ფართო საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი ბუნებრივი რესურსების საერთაშორისო აღიარება, რასაც იუნესკოს მიერ ჩვენი ეროვნული პარკებისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება ითვალისწინებს. ჩვენ გვაქვს კომპლექსური რეკლამა, რაც საიმიჯო რგოლების, სლაიშოუების სატელევიზიო რეკლამას, ასევე რეგიონის შესახებ სიუჟეტის მომზადებას მოიცავს, ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს აჭარის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას მსოფლიო ტურისტულ რუკაზე“,- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები