აჭარაში ადგილობრივი წარმოშობის პროდუქტები ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში გაიყიდება. ამ დროისთვის კი ამ პროდქტების აღრიცხვა მიმდინარეობს.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორის თინათინ ზოიძის თქმით, აღირიცხება როგორც საკვები პროდუქტები, ასევე სხვადასხვა მოხმარების ნივთები.
„იცით, რა არის ყურუთი? ეს არის აჭარული ყველი, რომელიც ნადუღისგან მზადდება და უგემრიელესია. ვსწავლობთ ადგილობრივი წარმოშობის ყველა ტურისტულ პროდუქტს, მათ შორის ღვინოს, ჭაჭას… ასევე, მაგალითად, მაჭახელას ხეობაში ისტორიულად ამზადებდნენ თოფებს, დღეს კი თოფის სუვენირებს. სხვა რეგიონებში ლამაზ წინდებს. ასევე რძიან კანფეტებს. ყველა ეს პროდუქტი შეიფუთება. იქნება ეკოლოგიურად სუფთა და აჭარის მუნიციპალიტეტებში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში გაიყიდება“ – აღნიშნა თინათინ ზოიძემ.