ფეხბურთელ აჩი არველაძის განცხადებას, რომ „ქალი ქუჩაში მილიონ თემაზე გამოვა, ქალთა ძალადობაზე არა. ქალთა ძალადობაზე ქუჩაში გამოსული ქალი, სამი ბანერით არ მინახავს“, უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალური ქსელით ეხმიანება.
ბაია პატარაიას თქმით, „ეს განცხადება იმას ამბობს, რომ არველაძეს სულ ცალ ქუსლზე ჰკიდია ქალთა თემები, ისე ძალიან კიდია, რომ მისდღემჩი არ დაინტერესებულა და არც კი დაუგუგლია არაფერი ქალთა უფლებებზე საქართველოში“.
„კაი, რუსთაველზე და პარლამენტთან (პროკურატურასთან, შსს-სთან) არ იხედება, არ აინტერესებს, მაგრამ ტელევიზორისთვის რამდენი წელია არ უყურებია ამ ყოვლისმცოდნეს? :)))) ეს განცხადება იცით რას ამბობს სინამდვილეში? იმას, რომ არველაძეს სულ ცალ ქუსლზე ჰკიდია ქალთა თემები, ისე ძალიან კიდია, რომ მისდღემჩი არ დაინტერესებულა და არც კი დაუგუგლია არაფერი ქალთა უფლებებზე საქართველოში.
ტაში, ქალებო, ფეხბურთელი ცეკვავს“, – წერს პატარაია.