მომღერალი აჩიკო ბერიძე, რომელიც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატია, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც მას პოლიტიკური საქმიანობის გამო აკრიტიკებს.
აჩიკო ბერიძე წერს, რომ მას კრიტიკა უფრო აძლიერებს.
„ჩემს სატელევიზიო ჩართვებს ვუყურებ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით და ბოლომდე კრიტიკულებიც ნუ იქნებით, თავიდან სიმღერაშიც მქონდა მაღლებში „ყიყლიყოები“.
კრიტიკა მაძლიერებს და არ მაშინებს! გულწრფელად და იმედიანად ვარ“, – წერს აჩიკო ბერიძე სოციალურ ქსელში.
ჩემს სატელევიზიო ჩართვებს ვუყურებ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით და ბოლომდე კრიტიკულებიც ნუ იქნებით, თავიდან…
Posted by Achiko Beridze on ხუთშაბათი, 26 სექტემბერი, 2024
აჩიკო ბერიძე: „შემოთავაზება მამუკა მდინარაძისგან მივიღე. მასთან დიდხნიანი ურთიერთობა მაკავშირებს…“