აჩიკო გულედანს და მისი მეუღლეს, მომღერალ გვანცა ჯაფარიძეს შვილი შეეძინათ, პატარას თემი დაარქვეს. წყვილს შვილი დაახლოებით ერთი თვის წინ შეეძინა, თუმცა სიახლე საზოგადოებისთვის ახლა გახდა ცნობილი, გვანცას დაბადების დღეზე.
„გილოცავ, გვანცუკინა დედიკო ყველაზე განსაკუთრებულ დაბადების დღეს.
მიყვარხართ“, – დაწერა რამდენიმე დღის წინ აჩიკო გულედანმა და მეუღლის და შვილის ფოტო გამომწერებს გაუზიარა.
ცნობისთვის, წყვილმა 2019 წელს იქორწინა. მაშინ აჩიკო გულედანი 45 წლის იყო, გვანცა – 25-ის. გვანცა ცნობილი კონკურს „საქართველოს ვარსკვლავიდან” გახდა.
გვანცასთვის ეს პირველი ქორწინებაა, აჩიკოსთვის კი – მეორე. აჩიკოს პირველი მეუღლე ჟურნალისტი და ცნობილი რადიოწამყვანი ნინი ბუკია გახლდათ, აჩიკოს და ნინის ორი შვილი ჰყავთ.
