LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჩიკო მეფარიძე: „მე სტილი არ მიძებნია, მან თავად მიპოვა, ალბათ, 60-მდე სათვალე მექნება, მათ შორის „მოსკინოსი“ და „დიორის“

936
page

რადიო ფორტუნას „დილის სტუმარია“ მომღერალი აჩი მეფარიძე, რომელმაც საკუთარ სტილზე ისაუბრა.

პოდკასტი

როგორ ჩამოყალიბდა თქვენი სტილი, როგორ მიაგენით მას?

მე სტილი არე მიძებნია, მან თავად მიპოვა. მთავარია განწყობა, ყველაფერი განწყობიდან მომდინარეობს. სტილი არის შენი შიდა სამყარო, შენი აზრები, შენი დამოკიდებულებები სიცოცხლის მიმართ, ჩაცმა არის განწყობა. მე ამ კონკრეტულ სიტუაციაში არ მაქვს სასცენო იმიჯზე საუბარი, ყოველდღიურ სტილს ვგულისხმობ.

რაც შეეხება აქსესუარებს, სათვალეები ჩემი სასიმღერო იმიჯის შემადგენელი ნაწილი იყო სულ პირველი დღიდან. მაქვს უამრავი სათვალე, ალბათ 60-მდე. მე მაქვს „მოსკინოს“ სათვალე, ის ჩემი პირველი საიმიჯო სათვალეა, 1999 წელს შეძენილი. „დიორის“ სათვალეც მაქვს, ძალიან მიყვარს, ეს ჩემი ისტორიაა, ჩემს ცხოვრებისეულ ეტაპს უკავშირდება. არის ზოგი შოკისთვის, ზოგი სცენისთვის, გარეთ, ყოველდღიურად სატარებლად.

ბოლოს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რადიო „ფორტუნას“, თქვენ პანდემია გადაგვატანინეთ, რომ არა თქვენი, აი, ვერც კი წარმომიდგენია, რა გვეშველებოდა. მანქანაში მუდამ გისმენთ და თქვენი საშუალებით საუკეთესო განწყობასაც ვიქმნი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები